Tuesday, November 19, 2013



      ყვლას გატყობინებთ, რომ სამწუხაროდ გუშინ საღამოს ორი კვირის ლაზარე ხაზარაძე რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვართ, რომ ამდენი კეთილი ადამიანის ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ის თანხა რაც თქვენი შემოწირულობით ლაზარეს შეუგროვდა, აუცილებლად მოხმარდება ქველმოქმედებას, რაც ძალიან დიდი მადლია. უფრო მეტიც ლაზარეს მშობლებმა გადაწყვიტეს მის სახელზე ჩამოაყალიბონ საქველმოქმედო ფონდი, რომლის შესახებაც სულ მალე შეიტყობთ ამ გვერდზე.

      გულითად მადლობას გიხდით ყველას ვინც შეეწია და დაეხმარა ლაზარეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და შეგიწიროთ!

P.S. ჩემგან დავამატებ, რომ ამ ორ კვირაში რაც ამ წუთისოფელს ეწვია, ლაზარემ ბევრი კეთილი საქმე გააკეთა, ადამიანები ქველმოქმედებით და სიყვარულით გააერთიანა ერთმანეთთან და რაც მთავარია ღმერთთან. მან მოასწრო მშობლებისგან მიეღო სიყვარული და სითბო, შემდგომ კი ამ წუთისოფლიდან გავიდა და დაიმკვიდრა მარადიული სამყოფელი.

                                                                                         

No comments:

Post a Comment